ახალი ამბები
აფხაზეთის ლიდერები მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი 18 მაისს მოსკოვში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოსკოვში ივნისში დაგეგმილი შეხვედრის საკითხები, სადაც 2003 წლის სოჭის შეთანხმების განხორციელებაზე გამახვილდება ყურადღება. ეს შეთანხმება ითვალისწინებს დევნილთა დაბრუნებას აფხაზეთში, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)