ახალი ამბები

სააკაშვილი: ბუშის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობისადმი მიმართვაში მიესალმა თბილისში აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის 9–10 მაისს დაგეგმილ ვიზიტს და ამ მოვლენას “ისტორიული“ უწოდა.


“ეს არის საბოლოო დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი და წითელი საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  


მისი თქმით, პრეზიდენტი ბუში ჩამოდის ქვეყანაში, რომელსაც “აშშ და მსოფლიო აღიარებს დემოკრატიის მისაბაძ ქვეყნად რეგიონში“.


სააკაშვილის განცხადებით საქართველო, როგორც „რეგიონალური ლიდერი დემოკრატიის გავრცელების“ საქმეში, იქნებოდა “წნეხის ქვეშ და იზოლაციაში, რომ არ მომხდარიყო დემოკრატიული ცვლილებები უკრაინაში“ და ყირგიზეთში.


თუმცა პრეზიდენტი აქვე აღნიშნავს, რომ “ჩვენ არ ველოდებით, რომ ბუშის ვიზიტი პრობლემებს გადაწყვეტს საქართველოში, პრობლემები ჩვენი გადასაჭრელია“.


მისი თქმით, ბუში არის თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი და ჩამოდის “თავისუფალ ქვეყანაში დემოკრატიის მხარდასაჭერად“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button