ახალი ამბები

“Marine Capital”–მა “საოკეანო სანაოსნოში“ 93 მლნ დოლარი უკვე გადაიხადა

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ბრიტანულმა კომპანია Aquamarine Shipping Consultants–მა, რომლის შვილობილ კომპანიასთან Marine Capital Limited–თან საქართველოს მთავრობამ  “საოკეანო სანაოსნოს“ 93 მლნ აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე ხელშეკრულება 29 მარტს გააფორმა, უკვე გადარიცხა მთლიანი თანხა საქართველოს ბიუჯეტში.


პრემიერ–მინისტრის თქმით, ამ საპრივატიზაციო გარიგებიდან შესული თანხა ბიუჯეტის პრიორიტეტულ სფეროებს – ჯარს, ენერგეტიკასა და გზების მშენებლობას მოხმარდება.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Marine Capital Limited–მა დააარსა შვილობილი კომპანია სახელწოდებით  – Georgian Tanker Limited–ი, რომლის უშუალო მფლობელობაშიც გადავა საქართველოს “საოკეანო სანაოსნო“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button