ახალი ამბები
სააკაშვილი მოლდოვის პრეზიდენტად ვორონინის არჩევას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ვლადიმერ ვორონინის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას, რომელიც 4 აპრილს მოლდოვას პარლამენტმა აირჩია.
“უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მოლდოვას პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ, ქრისტიან-დემოკრატების და სხვა ჯგუფების ჩათვლით, შეძლო საერთო ენის გამონახვა და კონსესუსის მიღწევა ევროპული ორიენტაციისა და მოლდოვას უკეთესი მომავლისათვის“, ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდძზე 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)