skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვსურს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები “ურთიერთპატივისცემას“ უნდა ეფუძნებოდეს.  


“ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება გვინდა. თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს იმ პრინციპს, რომ ჩვენ არ გვექნება იმპერიალისტური ურთიერთობები … ჩვენ გვინდა პატივისცემა, ორმხრივი პატივისცემა [რუსეთთან ურთიერთობებში] … და ეს თანთადან უნდა მოხდეს, ეს შეუქცევადი პროცესია. [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა] ლავროვმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჩვენ [რუსეთი] შევეჩვიეთ იმ ფაქტსო, რომ საქართველო და უკრაინა აღარ არიან ამ გავლენის სფეროში“, განაცხადა სააკაშვილმა 29 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button