ახალი ამბები

სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების ამერიკული პროგრამა ოფიციალურად დაიწება

დღეს თბილისში მყოფი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალი უოლდი და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დოკუმენტს, რომლითაც ოფიციალურად დაიწყება “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამა“ (SSOP). 


“წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” შემდეგ სამხედრო სფეროში აშშ–ს დახმარების მეორე ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ ჯარისკაცებს ჩაუტარებენ წვრთნებს, რაც მათ საშუალებას მისცემს გააგრძელონ მონაწილეობა “ერაყის გათავისუფლების ოპერაციაში“, ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ 29 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.


თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, SSOP–ში მონაწილეობისთვის 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რეგისტრაცია თებერვალში დაიწყო.


თბილისში ვიზიტის დროს გენერალი უოლდი შეხვდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს და პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს, სადაც განიხილება აშშ-სა და საქართველოს შორის  სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button