ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა და “კანარგო“ გაზის შესყიდვის თაობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია საქართველოში ნავთობისა და გაზის მომპოვებელ და მწარმოებელ კომპანია “კანარგო ენერჯი“-სთან გაზის შესყიდვის თაობაზე.


მხარეებმა შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და “კანარგოს“ წარმომადგენლის დევიდ რობსონის შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.


“კანარგო ენერჯი“ 21 მარტს იტყობინება, რომ გაზის მოპოვებასა და წარმოებაში წინსვლა არასტაბილური გადახდების გამო შეფერხდა. თუმცა, “კანარგომ“ საქართველოს მთავრობისაგან უკვე მიიღო თანხმობა, რომ გაზის შესყიდვის თაობაზე კომპანიასთან  კონტრაქტი გაფორმდება.


“მოხარული ვარ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, რაც საშუალებას მოგვცემს წინ წავწიოთ და განვავითაროთ გაზის შეფასებისა და მოპოვების პროგრამა. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრმა [ზურაბ ნოღაიდელმა] პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის ინვესტირების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაგვეხმარება ინვესტიციები განვახორციელოთ გაზის პროექტებში. გარდა იმისა, რომ ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს “კანარგოსთვის“, ეს შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად“,  განაცხადა დევიდ რობსონმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button