ახალი ამბები

საქართველოს ელჩი აშშ–ში ადასტურებს ოთხი ქართველის დაკავებას

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ–ში ლევან მიქელაძემ 17 მარტს “რუსთავი 2“–თან სატელეფონო საუბარში დაადასტურა აშშ–ს ფედერალური ბიუროს მიერ იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით 18 ეჭვმიტანილს შორის ოთხი ქართველის დაკავების ფაქტი. ამ დრომდე ქართული მხარე მხოლოდ ერთი ქართველის დაკავების ფაქტს ადასტურებდა.


“აშშ–ში რუსული იარაღის შემოტანის ბრალდება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ უკვე წაუყენა იოსებ ხარაბაძეს, ნიკოლოზ ნადირაშვილს, ვატო მაჩიტაძეს და ლევან შველიძეს“, განაცხადა მიქელაძემ.


მისი ინფორმაციით, ოთხივე ქართველი ცხოვრობდა ნიუ–იორკში და მათი დაკავებაც სწორედ ამ ქალაქში მოხდა. ელჩის თქმით, ორ მათგანს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო დანარჩენებს მაქსიმუმ 15 წლიანი პატიმრობა ელით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button