ახალი ამბები

რუსეთი მოითხოვს თბილისმა აიღოს ვალდებულება კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაში შევა პუნქტი, რომლის მიხედვითაც თბილისი იღებს ვალდებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“.


“კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თეზისი რა თქმა უნდა შენარჩუნებულია და ეს აუცილებლად გახდება დიდი [ჩარჩო] ხელშეკრულების თემა“, განაცხადა ლავროვმა რუსეთის ტელეკომპანია РТР-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button