ახალი ამბები

თბილისი პროტესტს გამოთქვამს სეპარატისტთა ლიდერის “პრეზიდენტად” მოხსენიების გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 იანვარს პროტესტი გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ოფიციალური პირები განაგრძობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ლიდერების მოხსენიებას “პრეზიდენტებად“.


25 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნა, რომ “რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან, რომლის დროსაც ორმხრივი ინტერესის მქონე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები იქნა განხილული“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ საპროტესტო ნოტაში, თბილისი “გამოთქვამს შეშფოთებას იმ დაჟინების გამო, რომლითაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელთა მოხსენიებას საქართველოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კანონიერ ხელმძღვანელებად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button