ახალი ამბები

ჭიათურმანგანუმი, ფეროშენადნობთა ქარხანა და ვარციხეჰესი ერთად გაიყიდა

“ჭიათურმანგანუმი“, “ვარციხეჰესი“ და “ფეროშენადნობთა“ ქარხანა ბრიტანული კომპანია “სტემკორ ლიმითედის“ შვილობილმა კომპანიამ “ჯორჯია მანგანუმმა“  112 მლნ დოლარად შეიძინა.


პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებას დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ და “ჯორჯია მანგანუმის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ზილბერმანმა მოაწერეს ხელი.


არველაძის განცხადებით, ეს სამი საწარმო ერთ ჰოლდინგად გაერთიანდება და მასში ინვესტიციების სახით 100 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდება. ეკონომიკის მინისტრმა გარიგებას “წარმატებული” უწოდა.


“ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჭიათურმანგანუმი გადარჩება, განვითარდება და სამუშაო პირობები გაუმჯობერდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს არველაძემ.


“ჭიათურმანგანუმი“ და “ვარციხეჰესის კასკადი“ პირველად 2004 წლის ბოლოს რუსულმა სამთო–მომპოვებელმა კომპანია “ევრაზჰოლდინგმა“ 132 მლნ დოლარად შეიძინა, თუმცა მოგვიანებით გარიგებაზე უარი განაცხადა და საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ავანსის სახით გადახდილი 20 მლნ აშშ დოლარი დაკარგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button