
ახალი ამბები
თბილისის ყოფილი პრემიერი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
თბილისის ყოფილი პრემიერი ბიძინა ბრეგაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ბიძინა ბრეგაძემ დედაქალაქის პრემიერის თანამდებობა 7 დეკემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ სახელმწიფო სამსახურში გააგრძელებდა მუშაობას.
ცოტა ხნის წინ უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშიშროების ფუნქციებიც შეითავსა.