ახალი ამბები

სააკაშვილი: ოპოზიცია არაპოპულარულია

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 დეკემბერს 2004 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ოპოზიცია არც თუ ეფექტურად მოქმედებს”. 
 
“დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლების ყველა ქმედებას აკრიტიკებს, რის გამოც ისინი საზოგადოებაში პოპულარულები არ არიან. მეც ვიყავი ოპოზიციაში და ვიცი, როგორ უნდა მოიპოვო პოპულარობა. მე მათ არ ვაძლევ პოპულარობის რეცეპტს, რადგან ეს მე არ მაწყობს“, დასძინა იუმორით პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, ოპოზიციამ არა მარტო უნდა აკრიტიკოს, არამედ ისიც უნდა აღნიშნოს, რაც კეთდება ხელისუფლების მიერ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button