skip to content
ახალი ამბები

ქართველმა სამხედრო ინსტრუქტორებმა აშშ-ს წვრთნის პროგრამა გაიარეს

დღეს 40-მა ქართველმა სამხედრომ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა მობილური ჯგუფის მიერ კრწანისის პოლიგონზე ჩატარებული რვაკვირიანი წრთვნის პროგრამა დაასრულა. 


4 ქართველი ოფიცერი და 36 სერჟანტი, რომელთაც გაიარეს აღნიშნული მომზადება, თავის მხრივ გაწრთვნიან  იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ახალ “სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციების პროგრამაში”, რომელსაც აშშ 2005 წლიდან იწყებს საქართველოში.


“აშშ-ის საზღვაო ქვეითები დაეხმარნენ ქართველ ჯარისკაცებს ინსტრუქტორის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომ მათ შემდგომში ქართველი ქვეითები გაწრთვნან“, ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.


“ეს გამოშვება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს მოდერნიზაციისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა“, აცხადებს აშშ-ის საელჩო.

Back to top button