skip to content
ახალი ამბები

აფხაზი დეპუტატები არძინბას ბაღაფშის გამარჯვების აღიარებას სთხოვენ

26 ნოემბერს თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტმა თხოვნით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტს ვლადისლავ არძინბას აღიაროს ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად.


“თქვენს მიერ არჩევნების შედეგების აღიარება ქვეყანაში სტაბილურობის დამყარების საწინდარი იქნება, გვჯერა, ამჯერადაც მიიღებთ ოპტიმალურ და კომპრომისულ გადაწყვეტილებას”, აცხადებს აფხაზური სააგენტო “აფსნიპრესი” დეპუტატების მიმართავზე დაყრდნობით.


26 ნოემბერს არაღიარებული აფხაზეთის პარლამენტმა სერგეი ბაღაფში არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად აღიარა, რაც სპეციალური დადგენილების მიღებით დაადასტურა.


ცოტა ხნის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ იგი უფლებამოსილების შეწყვეტას განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button