ახალი ამბები

აფხაზური მოვლენების ამსახველი ფოტოები







ტელეკომპანია РТР-ის კადრი.
ოპოზიციამ სოხუმის ცენტრში 12 ნოემბერს სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გამართა. ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. მოგვიანებით, ოპოზიციის აქტივისტები მთავრობის შენობისკენ დაიძრნენ. ვერც სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებმა, ვერც დაცვამ შენობა მათი შეჭრისაგან ვერ დაიცვა.









ტელეკომპანია RTR-ის კადრი.
ოპოზიციის აქტივისტმა მთავრობის შენობაში შეჭრის შემდეგ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დროშა გამოფინა. სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერები კვლავ აკონტროლებენ სიტუაციას პარლამენტში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში.










ტელეკომპანია RTR-ის კადრი.
ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში 78 წლის ქალბატონი თამარა შაკრილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შაკრილი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერი იყო, ოპოზიციის მიერ მთავრობის სახლის შტურმის დროს ასხლეტილი ტყვიით დაიღუპა.









ტელეკომპანია RTR-ის კადრი.
ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ის მზად არის დიალოგისთვის, როგორც მოსკოვთან, ისე აფხაზეთის მთავრობასთან. “ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა 12 ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ჩვენ გავიმარჯვეთ [საპრეზიდენტო] არჩევნებში“, განაცხადა ბაღაფშმა. იგი რამდენჯერმე შეხვდა თავის ოპონენტს რაულ ხაჯიმბას და ახალ მთავრობაში თანამდებობა შესთავაზა.








ტელეკომპანია ORT-ის კადრი.
თუმცა რაულ ხაჯიმბამ 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს მოხდა, ბაღაფშთან მოლაპარაკება რთული იქნება.














ტელეკომპანია НТВ-ს კადრი.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ “შესაძლოა გამოიყენოს აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემა ძალისმიერი მეთოდით გადაწყვიტოს“. მან 12 ნოემბრის მოვლენებს “სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა. 
 








“სივილ ჯორჯია”-ს ფოტო
გალის რაიონში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები სამხედრო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი. ქართული მხარის განცხადებით, ხდება სოხუმის მიმართულებით სამხედრო ნაწილების გადაყვანა. თუმცა, რუსული მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს. მოსკოვის განცხადებით, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა დაიცვას თავისი ინტერესები აფხაზეთში. ამ განცხადებამ, თბილისის პროტესტი გამოიწვია.   

მსგავსი/Related

Back to top button