ახალი ამბები

სასამართლომ ლევან მამალაძის ქონების კონფისკაცია მოახდინა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 5 ნოემბერს არ დააკმაყოფილა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ადვოკატების სარჩელი მამალაძის და მისი ოჯახის ქონების კონფისკაციის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

გენერალურმა პროკურატურამ ანტიკორუფციულ კანონზე დაყრდნობით მამალაძის წინააღმდეგ სარჩელი ივნისში შეიტანა. კანონი ითვალისწინებს მაღალი რანგის მოხელეთა დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციას.

კონფისკაციას ექვემდებარება მამალაძის ბინა თბილისის ცენტრში, აგარაკი თბილისის შემოგარენში და მიწის ნაკვეთები წავკისსა და შინდისში.

ლევან მამალაძე ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. ამჟამად, ლევან მამალაძეზე ძებნაა გამოცხადებული. სამართალდამცავები მას უფლებამოსილების გადამეტებაში სდებენ ბრალს.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button