skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

დღეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ჩამოდის, რომელიც შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებს, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის და სხვა საკითხებს.


ელმარ მამედიაროვი თავის ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვიზიტის ბოლოს ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავს.

Back to top button