skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე 24 სექტემბერს ვაშინგტონში თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ რამსფელდს შეხვდა.


მოლაპარაკებების შემდეგ გიორგი ბარამიძემ “იტარ-ტას“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავს, თუმცა ამავე დროს უარყო ინფორმაცია აშშ-გან საზენიტო-სარაკეტო სისტემის – “პატრიოტის“ შეძენის თაობაზე.


მოლაპარაკებების სხვა დეტალები უცნობია. შეხვედრის შემდეგ მინისტრების პრეს-კონფერენცია არ გამართულა. 

Back to top button