
საპარლამენტო კომიტეტი პრივატიზაციის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის
დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა 24 სექტემბერს განიხილა “პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაში უცხოურ კომპანიებს შეზღუდვებს უწესებს.
კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს, კრძალავს სახელმწიფო საწარმოების აქციების 25%-ზე მეტის მიყიდვას სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ უცხოურ კომპანიებზე.
“ვფიქრობ, კანონპროექტი ძირითადად იმ ენერგოობიეტქებს შეეხება, რომლებიც ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაშია“, განუცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და კანონპროექტის ინიციატორმა გია ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს. იგივე ასევე დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
ეს ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის პოლიტიკას.