
ახალი ამბები
თბილისი მზადაა კოკოითთან პირისპირ მოლაპარაკებებისათვის
თბილისი მზადაა გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან. ამ ინიციატივით კოკოითი თავად გამოვიდა და როგორც რუსეთის საგარეო უწყება18 სექტემბერს აცხადებს, ზურაბ ჟვანიას შეხვედრა სოჭში შესთვაზა.
“ოფიციალური თბილისის პოზიცია არის ცალსახა და უცვლელი – შედგეს პირისპირ შეხვედრა კოკოითთან, ადგილს კი მნიშვნელობა არ აქვს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატო ჩიქოვანამა.
კოკოითთან შეხვედრის ინიციატივით თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გამოვიდა, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა. 31 აგვისტოს კი ჟვანიამ განაცხადა, რომ კოკოითთან შეხვდერის შემთხვევაში იგი მასთან მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ისაუბრებს.