
ახალი ამბები
საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ორმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, სოფელ შატილის მიდამოებში, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთთან მდებარეობს. თუმცა, მინისტრმა არ დააზუსტა, თუ რა სახის ვერტმფრენებმა დაარღვიეს საჰაერო საზღვარი.
თავდაცვის მინისტრი ალექსეევკაში საქართველოს საჰაერო ძალების 12 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე გამოვიდა სიტყვით.
რუსული მედიის ცნობით, 18 სექტემბერს რუსეთის საჰაერო ძალებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის რეგულარული პატრულირება დაიწყეს “ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 სექტემბერს ოთხმა რუსულმა ვერტმფრენმა ასევე გადმოკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე კოდორის ხეობაში.