ახალი ამბები

პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დაამტკიცა

პარლამენტმა 16 სექტემბერს სოზარ სუბარის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა.


დღემდე, სოზარ სუბარი, “თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა და რადიო “თავისუფლებასთანაც” თანამშრომლობდა.


ომბუდსმენის პოსტი უკვე ერთი წელია რაც ვაკანტურია. ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ექს-პრეზიდენტმა შევარდნაძემ გასულ სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, ხოლო ნოემბრის რევოლუციის შემდეგ დევდარიანმა ეს თანამდებობა დატოვა.


სოზარ სუბელიანის განცხადებით, მისი ოფისი “ოცდაოთხი საათის განმავლობაში იმუშავებს“ და თვალყურს ადევნებს ადამიანთა უფლებების დარღვევებს, რასაც ადგილი აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში და სხვა სფეროებში. მისი თქმით, ახალი ომბუდსმენი ასევე იზრუნებს სახალხო დამცველის აპარატის სტუქტურის დახვეწასა და საზოგადოებაში ნდობის მოპოვებაზე.


 

მსგავსი/Related

Back to top button