ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებთან ომს

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებთან ომს, როგორც ამას აფხაზეთის ადგილობრივი მმართველები აცხადებენ”.


მისი თქმით, აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების უმოკლესი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია, თუმცა ამავდროულად საქართველომ სამხედრო სიძლიერეზეც უნდა იზრუნოს.


სააკაშვილმა რუსეთის მიერ ბესლანის ტერაქტში ქართული კვალის ძიებას აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ “ტერორისტები ისეთივე მტრები არიან საქართველოსი, როგორც რუსეთის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის”.


“მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ გროზნო და ვლადიკავკაზი რუსეთია, ხოლო სოხუმი და ცხინვალი – საქართველო”, დასძენს პრეზიდენტი.

მსგავსი/Related

Back to top button