
ახალი ამბები
საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა რაოდენობა მცირდება
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, აგვისტოში ახმეტის რაიონსა და პანკისის ხეობის სოფლებში კომპაქტურად მცხოვრებმა 2,650 ჩეჩენმა ლტოლვილმა გაიარა რეგისტრაცია.
გასულ წლის მონაცემებით კი 3,700 ჩეჩენი ლტოლვილი გატარდა რეგისტრაციაში.
26 სექტემბერს დამატებითი სარეგისტრაციო პროცედურების განხორციელება იგეგმება, ძირითადად იმ ლტოლვილთათვის, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თბილისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების რიცხვი 100-ს არ გადააჭარბებს.
საქართველო უკვე მრავალმა ლტოლვილმა დატოვა და ჩეჩნეთში ან მესამე ქვეყანაში გაემგზავრა. 1999 წლიდან, მას მერე, რაც ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ 7 000-მდე ჩეჩენმა მოითხოვა თავშესაფარი საქართველოში, მათი რიცხვი თითქმის განახევრდა.