skip to content
ახალი ამბები

რუსეთის ელჩი ქართველი ჟურნალისტების დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად განიხილავს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 4 სექტემბერს დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხს. 


“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც საელჩო, აქტიურად განიხილავს დაკავებული ქართველი ჟურნალისტების საკითხს. გარწმუნებთ, რომ საკითხი პოზიტიურად მოგვარდება “, განუცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს 6 სექტემბერს.

ქართული ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე, რომლებიც 1 სექტემბრიდან აშუქებდნენ ბესლანში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავებმა 4 სექტემბერს დააკავეს. დღემდე ისინი ვლადიკავკაზის მილიციის განყოფილებაში იმყოფებიან.


ჩრდილოეთ ოსეთის  პროკურატურამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში მათ ბრალი უკვე წაუყენა და ქართველი ჟურნალისტებისთვის 10-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. 


 


 

Back to top button