ახალი ამბები

სააკაშვილი: თბილისი არ დაუშვებს ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის კონსერვაციას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო “კვლავ განაგრძობს სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის მშვიდობიან პროცესს და არ დაუშვებს კონფლიქტის კონსერვაციას“.


“კონფლიქტის ზონაში სროლები აღარ ისმის და იქ განლაგებული ქართული სოფლები ძალიან კარგად არის დაცული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ჯარების გამოყვანის თაობაზე სწორი იყო“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 1 სექტემბერს ლიკანში გამართულ ბრიფინგზე.


ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონიდან ჯარები 20 აგვისტოს გამოიყვანა და იქ განლაგებული 500-კაციანი შინაგანი ჯარის ნაწილები თავდაცვის სამინისტროს ელიტური შენაერთით ჩაანაცვლა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს სეპარატისტების ლიდერს ედუარდ კოკოითს, თუმცა დასძინა, “ამგვარი შეხვედრა კარგად უნდა მომზადდეს“.


“მოლაპარაკებების შემთხვევაში მხოლოდ რეგიონის სტატუსის საკითხი შევა დღის წესრიგში“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. 

Back to top button