ახალი ამბები

ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში

50 ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი თავდაცვის სამინისტროს საჩხერის მე–16 სამთო ბატალიონიდან 29 აგვისტოს ორკვირიანი წინასწარი მოსამზადებელი კურსების გავლის მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, რის შემდეგაც, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ისინი ავღანეთში სამშვიდობო მისიისგანხორციელებას შეუდგებიან.


საჩხერის მე–16 სამთო ბატალიონის ჯარისკაცებს გავლილი აქვთ აშშ–ის დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა და ასევე, ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული სწავლებები სამშვიდობო ოპერაციების წარმართვის კუთხით.


ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში 100 დღის განმავლობაში დარჩებიან.

მსგავსი/Related

Back to top button