skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი მიესალმება თბილისის მიერ კონფლიქტის ზონიდან ჯარების გაყვანას

მოსკოვში დადებითად აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის 19 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან იმ სამხედრო შენაერთების გამოყვანას, რომლებიც შერეული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში არ შედიან.
 
„ამჯერად უკვე მნიშვნელოვანია რომ კვლავაც გაგრძელდეს მიღწეული შეთანხმებების შესრულება და შენარჩუნებულ იქნეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება“ –  ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 20 აგვისტოს  გავრცელებულ განცხადებაში.
 
„მოსკოვი მომავალშიც გააგრძელებს კონფლიქტის ზონაში განვითარებული მოვლენების კონტროლს და ყველა ფორმას გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს მხარეებს დიალოგის გზით მოაგავრონ ყველა პრობლემა“ – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button