skip to content
ახალი ამბები

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბრძანებულების საფუძველზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იგორ ახბა დაინიშნა. იგორ ახბა ამავდროულად აფხაზეთის წარმომადგენელი იქნება რუსეთის ფედერაციაში.
 
6 ივლისს თვითაღიარებული აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად იური აშუბა დაინიშნა.
 
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სერგეი შამბამ და უშიშროების ყოფილმა მინისტრმა გივი აგრბამ თანამდებობები 15 ივნისს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. 


გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრების თანამდებობიდან წასვლა 9 ივნისს სოხუმში დაუდგენელი პირების მიერ ოპოზიციური მოძრაობა “ამცახარას“ ლიდერის გარი აიბას მკვლელობის ფაქტს უკავშირდება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button