ახალი ამბები

კოფი ანანი: გაერო თვალყურს ადევნებს ე.წ სამხრეთ ოსეთში მოვლენათა განვითარებას

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაერო ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, საქართველოს ამ ნაწილში სამშვიდობო მისიის მივლინებაზე გაეროს შტაბბინაში ჯერ არ გამართულა მსჯელობა.


როგორც ცნობილია, გაერო აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აქტიურ მონაწილეობას იღებს სამშვიდობო პროცესში .


“იმედი მაქვს, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვას. ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ კონფლიქტი“, განაცხადა კოფი ანანმა 21 ივლისს ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button