
ახალი ამბები
თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების მიხედვით 1 ივლისიდან სიგარეტზე ფასები 20%-ით გაიზარდა. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის 20 თეთრიანი გადასახადი 5 თეთრით გაიზარდა. ასევე ძალაში შევიდა 20%-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომლითაც ადგილობრივი და უცხოური თამბაქოს ნაწარმი დაიბეგრება.
ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მაგალითისთვის გადასახადების გაზრდის შემდეგ 70 თეთრიანი სიგარეტი 1,20 თეთრი გახდა.
საგადასახადო კოდექში შესაბამისი ცვლილებები 2004 წლის იანვარში შევიდა.