ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ვალერი ლოშჩინინს ხვდება

თბილისში ვიზიტად მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
 
მხარეების ძირითადი განხილვის თემა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენები იქნება. ასევე, შესაძლოა განხილული იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი.
 
ვალერი ლოშჩინინი ხუთ კაციან დელეგაციასთან ერთად მოსკოვიდან 24 ივნისს ჩამოვიდა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შეხვდა, რის შემდეგაც უკვე თბილისში მართავს შეხვედრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button