ახალი ამბები

თბილისი გმობს რუსეთის პოზიციას ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუშვებლად მიაჩნია კონტრაბანდასთან ბრძოლის ეჭვის ქვეშ დაყენება და გმობს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ თავის საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებულ ანტიკონტრაბანდულ ღონისძიებებს რუსეთის მიერ პროვოკაციული ქმედებების კვალიფიკაცია მიენიჭა.


დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ არაადექვატური უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას და დაავალა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი რეაგირება მოეხდინა მათი კოლეგების განცხადებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button