skip to content
ახალი ამბები

აჭარის ახალგაზრდობისთვის გამწვევი პუნქტები ფოთსა და ადიგენში გაიხსნება

აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ჯარში გაწვევა უწევთ ფოთსა და ადიგენში გაიხსნება სპეციალური გამწვევი პუნქტები. ამის შესახებ დღეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ბრიფინგზე გააკეთეს.


“მოვუწოდებთ ყველა წვევამდელს არ დაემორჩილონ ადგილობრივ სტრუქტურების ბრძანებებს და მიმართონ ფოთსა და ადიგენში გახსნილ სპეციალურ პუნქტებს” – განაცხადა გივი თარგამაძემ.


მისი განცხადებით, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ ბათუმში არსებული სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცებს გადაადგილების საშუალება არა აქვთ. “სამხდროები ვერ ახერხებენ გადაადგილებას, რადგანაც ყაზარმებთან განლაგებული არიან სნაიპერები, რომელთაც ნაბრძანები აქვთ ცეცხლი გახსნან, თუ ამგვარ შემთხვევას დააფიქსირებენ”, – აცხადებს გივი თარგამაძე.

Back to top button