skip to content
ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის ვიაჩესლავ სედოვის განცხადებით, აჭარაში გამოცხადებული რეზერვისტთა მობილიზაცია არ აისახება ბათუმში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებაზე.


„რუსეთის სამხედრო ბაზა თავისი დისლოკაციის ადგილზე რჩება. რუსი სამხედროები არ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში“, – განაცხადა ვიაჩესლავ სედოვმა.


აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის განკარგულების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკაში რეზერვისტების მობილიზება დაიწყო.


განკარგულების თანახმად, აჭარაში უშიშროების საბჭოს რაიონული გამყოფილებები შეიქმნება, რომლებიც უზრუნველყოფენ რეზერვისტების მობილიზებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აჭარაში.

Back to top button