ახალი ამბები

აშშ საქართველოს აჭარის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 26 აპრილს ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე , აჭარაში არსებული სიტუაციაც იქნა განხილული.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მე გამოვთქვი ჩვენი იმედები, რომ საქართველო მიაღწევს სასურველ მიზნებს პოლიტიკური და ეკონომიკური ღონისძიებების საშუალებით. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ექნება. დროა საქართველოში არსებული ცნობილი მოვლენების პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტა მოიძებნოს“, – განაცხადა კოლინ პაუელმა ჟვანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მოლაპარაკებებამდე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში აჭარაში არსებული სიტუაციაც იქნებოდა განხილული.

„ყველას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია უკანონო შეიარაღებული ჯგუფების არსებობა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ჟვანიამ.

მსგავსი/Related

Back to top button