ახალი ამბები

ჯოხთაბერიძე 15,5 მლნ-ის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს

კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე წინასწარ სამთვიანი პატიმრობიდან ერთ საათში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.


„გია ჯოხთაბერიძის განთავისუფლება მისი მეუღლის მანანა შევარდნაძის მიერ პირადი ანგარიშიდან გადახდილი 15,5 მლნ დოლარის საფუძველზე მოხდა. მართალია ჯოხთაბერიძეს 700 ათასი ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი, მაგრამ ეს თანხა მისი ოჯახის წევრების მხრიდან ნებაყოფლობით იქნა გადახდილი ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა და დასძინა, რომ საქმის ძიება შეწყვეტილია.


გია ჯოხთაბერიძე სამართალდამცავებმა 20 თებერვალს აეროპორტში დააკავეს, როცა იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა. მას ბრალი გადასახადების გადახდის თავის არიდებაში ედებოდა. 

თუმცა ჯოხთაბერიძის განთავისუფლება და 15,5 მილიონი დოლარის წარმომავლობის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. 

ჯოხთაბერიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იმიტომ შეწყდა, რომ გამოძიებამ მას ვერაფერი დაუმტკიცა. ხოლო 15,5 მილიონს არაფერი საერთო ამ საქმესთან არ აქვს, რადგან ეს თანხა “მაგთიკომის” დივედენდებიდან გადასახადს წარმოადგენს. 

 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button