ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა და აჭარის ლიდერმა მორიგი შეხვედრა გამართეს

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს შეხვდა ბათუმში.


„ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ის პრობლემებიც რაც ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონს შორის არსებობს. საერთშორისო საზოგადოება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ნამდვილად შეშფოთებულია საქართველოში არსებული სიტუაციით. ყველაზე ნაკლებად გვინდა, რომ მოხდეს ძალის გამოყენება ქვეყანაში. მე უნდა ვაცნობო ჩემს მთავრობას არსებული სიტუაციის თაობაზე და ასევე კავშირი მექნება ბატონ ასლანთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა მოლაპარაკებების შემდეგ.


ასლან აბაშიძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ „აჭარიდან არ მოდის დაძაბულობის იმპულსები“, და დასძინა, რომ მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია.

მსგავსი/Related

Back to top button