ახალი ამბები

ბიზნესმენები აბაშიძეს შეხვდებიან აჭარის კრიზისის მოგვარების მიზნით







ბადრი პატარკაციშვილი თბილისსა და ბათუმს
შორის შუამავლობს.
ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი, გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ხელმძღვანელობით, დღეს დილით ბათუმში  გაემგზავრა აჭაროს ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.


ჯგუფის წევრები, მათ შორის „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანადამფუძნებელი დეპუტატი ვანო ჩხარტიშვილი, Coca-Cola Bottlers Georgia-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დეპუტატი გოგი თოფაძე და გადამხელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი ნიკო ლეკიშვილი 14 აპრილს გვიან ღამით პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ.


ბადრი პატარკაციშვილმა, რომელიც 14 აპრილს  საქართველოს გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს, შესთავაზა ხელისუფლებას შუამავლის როლი ეთამაშა აჭარის ხელისუფლებლასთან არსებული კრიზისის დაძლევის საქმეში. „ჩვენ უფლება არ გვაქვს განზე დავდგეთ“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


„აჭარა დენთის კასრია. მდგომარეობა იქ მართლაც აღმაშფოთებელია და ჩვენ მივდივართ, რათა დაძაბულობა განვმუხტოთ“, – განუცხადა გოგი თოფაძემ  ჟურნალისტებს პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ.


„ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე. მხოლოდ ეს განმუხტავს დაძაბულობას აჭარაში“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა შეხვედრის შემდეგ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button