ახალი ამბები

ქართველი სამხედროების ასეული კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას

ქართველი სამხედროების ერთი ნაწილი დღეს გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ერთვიანი მომზადების შემდეგ კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას. ქართულ შენაერთში დაახლოებით 148 კაცია. კოსოვოში სამშვიდობო ოპერაციებს ქართველი სამხედროები გერმანულ-იტალიურ ბატალიონებთან ერთად განახორციელებენ.


ამჟამად კოსოვოში უკვე იმყოფება ქართველ სამხედროთა მცირე შენაერთი, რომელიც ერთი თვის წინ გაემგზავრა საქართველოდან. თავდაცვის სამინისტროს საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, 148-კაციანი სამხედრო შენაერთი კოსოვოში მყოფ ქართველ სამხედროებს შეუერთდება. კოსოვოში ქართველი სამხედროები 7 თვე დარჩებიან.

მსგავსი/Related

Back to top button