skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი აჭარის ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი აჭარასა და ცენტრს შორის ვითარების მოგვარების მომხრეა და აცხადებს, რომ თუ ურთიერთობა არ მოგვარდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფრთხე  შეექმნება. სააკაშვილი ასევე მოითხოვს აჭარაში ადამიანის უფლებების დაცვას.


“აჭარის რეგიონში ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევას არ შევეგუებით. საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის და აჭარის ხელმძღვანელობის მისამართით მინდა განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება. მათ აქვთ კიდევ შანსი ჩაეწერონ ახალი ქართული სახელმწიფოს ლანდშაფტში”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, აჭარის მოსახლეობა ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, როგორც საქართველოს დანარჩენი რეგიონების წარმომადგენლები.


 

Back to top button