ახალი ამბები

პრეზიდენტი კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების მიერ თანხების გადახდას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს გენერალური პროკურატურის მიერ გაწეულ საქმიანობას წინასწარ პატიმრობაში მყოფ კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოვნიკების მიერ უკანონოდ მითვისებული თანხების გადახდის კუთხით, თუმცა აცხადებს, რომ ამ პიროვნებების მიმართ კვლავ გრძელდება გამოძიება.


“ვერავინ ვერ იყიდის თავისუფლებას ფულით. ეს არის მხოლოდ შესამსუბუქებელი გარემოება. ჩვენ კომპრომისებზე წასვლას ამ პიროვნებებთან მიმართებაში არ ვაპირებთ, ერთია თანხის გადახდა და მეორეა სათანადო სასჯელის მოხდა”, –  განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ასევე უნდა ამოქმედდეს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონი, რომელიც იმოქმედებს იმ კორუმპირებულ პიროვნებებზე, რომლებიც ამჟამად ქვეყნიდან გაქცეულები არიან. “ყველა ასეთ პიროვნებას სასამართლოს საფუძველზე ჩამოერთმევა დაუსაბუთებელი ქონება და მოხმარდება სოციალური საკითხების მოგვარებას”, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი/Related

Back to top button