ახალი ამბები

“მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს

საარჩევნო ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები – ახლები” ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ინფორმაციით, ცალკეულ უბნებზე, სადაც მათმა ბლოკმა ხმათა უმეტესობა მიიღო, ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით ხდება ამ შედეგების გაბათილება.


“ჩვენი მონაცემებით ბლოკს ხმათა გარკვეული რაოდენობა აქვს დაგროვილი და სერიოზული მაჩვენებლით არის წარმოდგენილი. ხელისუფლების მხრიდან კი ხელოვნურად ხდება ამ მაჩვენებლის შეცვლა”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, ბლოკმა ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობა და მათგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button