ახალი ამბები

აჭარაში მოპოვებული ხმების გამო „აღორძინებას“ პარლამენტში შესვლის იმედი გაუჩნდა

ხმების 70% დათვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს“ და კიდევ ორ პარტიას აქვთ შანსი პარლამენტში შევიდნენ.


არსებული შედეგების მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა“ ხმების 65,6% მიიღეს; „აღორინების კავშირმა“ – 8.24% და მემარჯვენე ოპოზიციამ – მრეწველები-ახლები – 7,18%.


ამ შედეგებში შედის აჭარის ექვსი საარჩევნო ოლქიდან მიღებული ხმები. თუმცა, აჭარის ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის შედეგები საკამათოა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხულოს საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებზე ბევრი დარღვევა დაფიქსირდა. „არ გამოვრიცხავ, რომ ამ ოლქის შედეგები გაუქმდეს“, – დასძინა მან.


ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს მისი მასობრივი გაყალბების მოტივით, ხმების 6,09% მიიღო; თავისუფლებამ – 4,53%; ერთობამ – 2,49; ედპ-ტრადიციონალისტებმა – 2,43%.


 

მსგავსი/Related

Back to top button