ახალი ამბები

ჭიათურასა და ბოლნისში მაჟორიტარული წესით განმეორებითი არჩევნები ჩატარდა

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ბოლნისსა და ჭიათურაში 28 მარტს მაჟორიტარული წესით განმეორებითი არჩევნები ჩატარდა. ბოლნისის არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სოფიო ლარცულიანმა დააგროვა.


ჭიათურაში ერთნაირი პროცენტული მაჩვენებელი დააგროვეს თენგიზ მოცრაძემ, რომელიც ასევე “სოციალისტური პარტიის” წევრია, და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა იასონ ჭუმბურიძემ. თანაბარი პროცენტების დაგროვების გამო ჭიათურაში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.


ჭიათურაში მესამე კანდიდატი “საფოსტო ბანკის” ყოფილი ხელმძღვანელი სერგო იაკობიძე იყო, რომელზეც ჯერ კიდევ ორი თვის წინ გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დიდი ოდენობით თნხების მითვისების გამო. პროკურატურის შუამდგომლობითვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორი კვირის წინ მას კანდიდატის იმუნიტეტი მოუხსნა.

მსგავსი/Related

Back to top button