ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი  დღეს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც იგი თავის კოლეგასთან სერგეი ივანოვთან გამართავს მოლაპარაკებებს.


მხარეები სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.


ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი ოფიცრების რუსეთის სასწავლო დაწესებულებებში მომზადების საკითხის განხილვაც.


ეს ბეჟუაშვილის პირველი ვიზიტია რუსეთში თავდაცვის მინისტრის რანგში.   

მსგავსი/Related

Back to top button