ახალი ამბები

აშშ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დადებით შეფასებას აძლევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 29 მარტს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ თავისუფალი არჩევნების ჩატარების საქმეში მიაღწია.


„ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს დამკვირვებელთა მისიის წინასწარ დასკვნებს, რომელთა მიხედვითაც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია არჩევნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა რიჩარდ ბაუჩერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


თუმცა, მან თავი შეიკავა ხმების პარალელული დათვლის შედეგების კომენტირებისგან, „სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეუთო დაასრულებენ თავიანთ მუშაობას“.


„საერთო ჯამში, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კარგად ჩატარდა. არის ინფორმაცია სერიოზული დარღვევების თაობაზე, თუმცა ჩვენ მაინც დაველოდებით ეუთოს საბოლოო მოხსენებას“, – დასძინა აშშ-ის წარმომადგენელმა.

მსგავსი/Related

Back to top button