ახალი ამბები

“ლეიბორისტების” მტკიცებით არჩევნები გაყალბდა







“ლეიბორისტთა” ლიდერები მომხრეებს
საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებენ.
“ლეიბორიტული (შრომის) პარტია” ხელისუფლებას ცალკეული პოლიტიკური პარტიებისთვის  ხმების მიყოდვაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის გელა დანელიას ინფორმაციით, ცალკეული ბიზნესჯგუფები სახელისუფლებო პარტიისგან ხმებს ყიდულობენ.
 
“ჩვენთვის ცნობილია თითო ხმის რაოდენობაც ეს 5 დოლარია. არჩევნები ისეთივე გაყალბებით ჩატარდა, როგორც  2 ნოემბრის არჩევნები. ფაქტობრივან ქვეყანაში  არაფერი შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ პრეზიდენტი შემსრულებელი კი იგივეა, ეს ზურაბ ჟვანიაა” – განცხადა არჩევნების მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გელა დანელიამ.
 
მისი თქმით, ყევლაფერი კეთდება იმისათვის, რომ ლეიბორისტულ პარტიამ არ გადალახოს 7% ბარიერი. 
 
ლეიბორისტული პარტიის ორასამდე მომხრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ არიან შეკრებილნი და საპროტესტო აქციას მართავენ.

მსგავსი/Related

Back to top button