ახალი ამბები

აბაშიძე: მე სტაბილურობას მივეცი ხმა







აბაშიძემ ხმა ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
მისცა ხმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მან საქართველოში მშვიდობასა და სტაბილურობას მისცა ხმა.


ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე საარჩევნო პროცესზე საუბრისას აჭარის ლიდერმა განაცხადა, რომ „აჭარაში გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა“.


მისი განცხადებით, ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების დროს შესაძლოა პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. 


პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ამჟამად აჭარაში იმყოფება, სადაც არჩევნებზე მონიტორინგს პირადად ახორციელებს. 

მსგავსი/Related

Back to top button